ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს ფასილიტატორ ელჩებს შეხვდებიან

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს ფასილიტატორ ელჩებს შეხვდებიან. მათი განცხადებით, შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიები ელჩებს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით მათ საერთო პოზიციას გააცნობენ, რომელზეც საბოლოოდ „ლელოში“ გუშინ გამართულ შეხვედრაზე შეჯერდნენ.

ამასთან, ერთ-ერთი საკითხი, რასაც ოპოზიციონერები შეხვედრაზე დააყენებენ, იმ წინადადებების გასაჯაროებაა, რაც ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში განიხილება.

შეგახსენებთ, გუშინ ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ლელოში” გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ყველა წინადადება ხელახალი არჩევნების ქოლგის ქვეშაა მოქცეული. “ოპოზიცია უკვე წავიდა კომპრომისზე, როცა დააყენა საკითხი, ვადამდელი არჩევნები ხელახალი არჩევნების ნაცვლად”, – განაცხადა ბოკერიამ.

მსგავსი თემები