“სანამ შიგნით ვსაუბრობდით, გარეთ რაღაც ქარიშხალი დაუყენებია ქალაქის მერად წოდებულ კალაძეს” – გიგა ბოკერია

„ახალი არჩევნები და ამ ქოლგის ქვეშ ის ცვლილებები, რაც ჩვენ გვაქვს დაყენებული. ეს არის საარჩევნო რეგულაციები, ცესკო და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. ანუ ამ საკითხში არანაირი ცვლილება არ ყოფილა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გია ბოკერიამ განაცხადა.

კითხვაზე, დაემატა თუ არა გარკვეული საკითხები ოპოზიციის მოთხოვნების ჩამონათვალს, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ დაემატა, თუმცა დეტალებზე დაწვრილებით ვერ ისაუბრებს.

„სანამ შიგნით ვსაუბრობდით, გარეთ რაღაც ქარიშხალი დაუყენებია ამ ქალაქის მერად წოდებულ კლოუნს, ბატონ კალაძეს. ოპოზიციური პარტიების პოზიცია აბსოლუტურად უცვლელია: მაგალითი რომ მოგიყვანოთ, ოღონდ ზედმეტი დეტალების გასაჯაროების გარეშე, თვითონ როგორი უნდა იყოს იმ ტიპის რეგულაციები, რომლებიც არსებითად ამცირებს რისკს მანიპულაციების, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩაიდინა ამ არჩევნებზე. ამაზე ყოველთვის იყო ხოლმე დისკუსიები. მაგალითად, საარჩევნო არბიტრაჟი როგორი უნდა იყოს და აი, ამ ტიპის, მომავლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. იმ მომენტში, რა მომენტშიც ივანიშვილის რეჟიმი ან პერსონალურად ივანიშვილი და მისი გარემოცვა დათანხმდება კრიზისიდან არსებით გამოსავალზე, რაც მდგომარეობს ახალ არჩევნებში შემდეგ წელს, ვადამდელ არჩევნებში. ეს ყველა საკითხი ავტომატურად ძალიან აქტუალური იქნება, ამიტომ ამ საკითხებზე ჩვენ ახლავე ვმუშაობთ და ეს საკითხები აუცილებლად ცალკე მოლაპარაკების საგანია“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი თემები