გორგასალის მოედნიდან  300 არაგველის ხიდამდე მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გორგასალის მოედნიდან  300 არაგველის ხიდამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.  როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან გულიას ქუჩის მიმართულებით, 300 არაგველის ხიდამდე გზის რეაბილიტაცია ჩატარდება და ასფალტის საფარი დაიგება.

„აღნიშნულ მონაკვეთში, მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გორგასალის მოედნიდან  300 არაგველის ხიდამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“ – აცხადებენ მერიაში.  

მსგავსი თემები