„მდგომარეობა და ფონი, ისევე, როგორც მთელს ქვეყანაში, ჩვენს კლინიკაშიც არის მძიმე,“ -ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა.
მისივე ცნობით კლინიკას პაციენტების მისაღებად ადგილი აღარ აქვს,როგორც მუმლაძე აღნიშნავს ზოგი პაციენტი დამატებით საწოლზეა მოთავსებული:
ამ ეტაპზე ვერც ერთი პაციენტის მიღებას ვერ შევძლებთ, მდგომარეობა, ფონი და სურათი ისევე, როგორც მთელს ქვეყანაში ჩვენთანაც მძიმეა. გვყავს 108 პაციენტი, აქედან 21 რეანიმაციულ განყოფილებაში, პაციენტების 80% – სჭირდება მართვითი სუნთქვა.
კლინიკაში 111 საწოლი გვაქვს და გვყავს 113 პაციენტი, ზოგი მათგანი დამატებით საწოლზე წევს,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცნეტრ მთავარში.“
მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.