„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მართვადი იყოს“ – დიმიტრი ხუნდაძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მართვადი იყოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, ერთ-ერთი მაგალითი კი ინტენსიური ტესტირების პროგრამაა.

„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მართვადი იყოს, რისი მაგალითიც ინტენსიური ტესტირების პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც, მხოლოდ სახელმწიფო დღეში 20 000 ტესტს გააკეთებს, რასაც კერძო სექტორის სერვისებიც ემატება. ამასთან ერთად, ინფიცირებულთა გამოვლენის შემდეგ ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, რათა ინფიცირებულმა მოქალაქეებმა საჭიროების მიხედვით ისარგებლონ შესაბამისი სერვისებით, იქნება ეს კოვიდ სასტუმროებში განთავსება, თუ ჰოსპიტალიზაცია. ასევე, მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი, რაც გულისხმობს, რომ თუ მოქალაქეს თან არ ექნება ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტის პასუხი, საკარანტინო სასტუმროში გადასვლის ნაცვლად, იგი ვალდებული იქნება გადავიდეს 12 დღიან თვითიზოლაციაში. გარდა ამისა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან მნიშვნელოვან მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს, რათა ვაქცინის დროული შემოტანის შედეგად, ვაქცინაციის დაწყების პროცესს მომზადებულები შევხვდეთ“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მსგავსი თემები