საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარზე PCR კვლევის ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ, 8-დღიან თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ, დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ტესტის პასუხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოქალაქეები კარანტინის ნაცვლად გადავლენ 12-დღიან თვითიზოლაციაში.

“მოქალაქეებს არ მოუწევთ საკარანტინო სასტუმროებში განთავსება. ვისაც არ ექნება თვითიზოლაციის საშუალება, სახელმწიფო უზრუნველყოფს კოვიდსასტუმროებში მათ განთავსებას,” – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მსგავსი თემები