„ბუნებრივი აირის ფასის ზრდა არ შეეხება პურის მწარმოებლებს“ – მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„გუშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ბუნებრივი აირის ფასი გახდება 1.10 თეთრი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

როგორც დოლიძე ამბობს პურის მწარმოებლებისთვის მომატებული ტარიფი არ იმოქმედებს:

„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არა სუბსიდია, პურის მრეწველობა იდგა იმის წინაშე, რომ ფასი უნდა გაზრდილიყო 20 თეთრით დაახლოებით. რაც შეეხება კომერციული გაზის გაძვირების საკითხს, გუშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ბუნებრივი აირის ფასი გახდება 1.10 თეთრი, თუმცა ეს ფასი არ შეეხება პურის მწარმოებლებს. ოფიციალურად დამირეკა „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა, ვინც ჩვენ გვემსახურება და მითხრა, რომ გაზის გაძვირება თქვენ არ შეგეხებათო“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები