“ველოდებით „ქართული ოცნების“ დასრულებულ წინადადებას” – ოპოზიცია პარლამენტის პირველ სხდომაზე

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ელოდება, რომ პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნამდე პოლიტიკური კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით მოგვარდება. აღნიშნულ განცხადება „გირჩის“ წარმომადგენელმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.   

„მუდმივ რეჟიმში ვკომუნიცირებთ პოლიტიკური პარტიები როგორც ერთმანეთთან ისე შუამავლებთან. შესაბამისად, იმედის ვიტოვებთ, დარჩენილ დროში, ვიდრე პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, გადაიჭრას პოლიტიკური კონფლიქტი, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს. ასევე, იმედს ვიტოვებ, „ქართული ოცნება“, მოვა ისეთი სერიოზული  წინადადებით (რომელსაც ათანხმებს მედიატორებთამ) რომლის განხილვაც შესაძლებელი იქნება ოპოზიციასთან,“ – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით,  ოპოზიციას ესმის სიტუაციის სიმძიმე და  მოწადინებულია, ნებისმიერ კონსტრუქციულ წინადადებას  შესაბამისად მიუდგეს.

„რა არის ეს კონსტრუქციული წინადადება, არ ვარ იმ  მდგომარეობაში, რომ ამის შესახებ მოგიყვეთ. ჩვენ ველოდებით „ქართული ოცნების“ დასრულებულ წინადადებას. ძალიან ბევრი ჰიპოთეტური წინადადება გაკეთდა“ – განაცხადა მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, იყო თუ არა ერთ-ერთი წინადადება თქვენი პარლამენტში შესვლა გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების სანაცვლოდ, მეგრელიშვილმა უპასუხა, რომ მსგავსი შემოთავაზება მათ არ მიუღიათ.

„მოლოდინი მაქვს, რომ მოლაპარაკების შემდეგი ეტაპი უახლოეს დღეებში შედგენა“ – დასძინა მან.    

მსგავსი თემები