თბილისში ჰოსპიტალი დააყაჩაღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალის დაყაჩაღებასთან დაკავშირებით სს საქმე აღიძრა. შემთხვევა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მოხდა. მძარცველებმა ჰოსპიტლიდან თანხა გაიტანეს.

როგორც კამერების ჩანაწერებიდან ჩანს, კლინიკაში ორი თავდამსხმელი შევიდა. მათ დაცვამ წინააღმდეგობა გაუწია. იყო რამდენიმე გასროლაც. მძარცველებმა დაახლოებით 3 000 გაიტაცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  სისხლის სამართლის საქმე  179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

მსგავსი თემები