ჯანმოს ხელმძღვანელი მოსახლეობას წინასაშობაოდ მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

სექტემბრის შემდეგ პირველად მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვმა იკლო, თუმცა რთული ეპიდმდგომარეობა ქვეყნების ნაწილში მაინც ნარჩუნდება. მათ შორის არის მექსიკა, ბრაზილია და კოლუმბია. 

კომენდანტის საათი გამოცხადდა თურქეთში, სადაც 20 წლამდე და 65 წელს გადაცილებული პირებისთვის აკრძალული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა.

გარდა ამისა, რუსული ვაქცინის ლაბორატორიულ ტესტირებას დაიწყებს სერბეთი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისინი რუსეთიდან პოტენციური ვაქცინის 20 დოზას მიიღებენ, პარალელურად კი მოლაპარაკებები გაგრძელდება ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიასთან. ვაქცინაციის 25 დეკემბრამდე დაწყებას ვარაუდობენ შეერთებულ შტატებში.

ჯანმოს ხელმძღვანელი მოსახლეობას წინასაშობაოდ მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი თემები