ოკუპირებული ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა

ხანძარი ოკუპირებული ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში – ცეცხლი ტრანსფორმატორს გაუჩნდა. ადგილზე სახანძროს რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა.

ცეცხლის ლოკალიზების მიზნით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ე.წ. წითელ ზონადაა გამოცხადებული და სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულ პაციენტებსაც მკურნალობენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი თემები