ლაგოდეხში მედპერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლაგოდეხში მედპერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა. მედიკოსები “არქიმედეს”კლინიკაში მუშაობენ. სამი კოვიდგანყოფილებაში, ორი კი სამშობიაროს კლინიკის თანამშრომელია.

ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ covid-19 გეგმიური ტესტირების დროს დაუდგინდათ.

კლინიკის დირექტორის ნიკოლოზ ყარალაშვილის ინფორმაციით, COVID-19-ით ინფიცირებული მედიკოსები მკურნალობას ბინაზე გადიან და გართულებები ამ ეტაპისთვის არ აღენიშნებათ.

კლინიკა ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს და იღებს პაციენტებს.

მსგავსი თემები