რუხის კლინიკაში ჟანგბადის ორი გენერატორი დამონტაჟდა

რუხის კლინიკაში ჟანგბადის ორი გენერატორი, ე.წ. მინი ქარხანა დამონტაჟდა. როგორც საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ნინო აკობია ამბობს, ამ ეტაპზე აღნიშნული მოწყობილობებით ჟანგბადდამოკიდებული პაციენტების ნახევრის 24 საათიანი უწყვეტი მომარაგებაა შესაძლებელი. 

“რუხის კლინიკის გახსნის დღიდან ჟანგბადით კლინიკა მარაგდებოდა ორი 4-ტონიანი თხევადი ჟანგბადის ავზით. შემოგვქონდა ჟანგბადი, იტვირთებოდა ჟანგბადის ავზებში და ასე მიეწოდებოდა პაციენტებს. გუშინ დამონტაჟდა ორი მინი ჟანგბადის ქარხანა, რომელიც 24 საათიანი ჟანგბადის მიწოდების რეჟიმში, თითქმის ნახევრად ფარავს და უზრუნველყოფს პაციენტებისთვის ჟანგბადის მიწოდებას. გადმოგვეცა უსასყიდლოდ ჯანდაცვის სამინისტროსგან და მადლობა მათ. ადგილზე ჟანგბადის მიწოდება და წარმოება უფრო ხელსაყრელია და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს უწყვეტი. კარგი იქნება, თუკი კიდევ დაემატება”,-აღნიშნა აკობიამ.

მსგავსი თემები