“თენგიზ ცერცვაძემ თავის თავზე გამოიყენა “რემდესივირი” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში ბევრი კლინიკა პრეპარატ “რემდესივირს” იყენებს და აქტიურად გამოიყენება კორონავირუსის საწინააღმდეგოდ.

გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რათა “რემდესივირი”  ქვეყანაში შემოვიდეს.

“რემდესივირი” როგორც მე ვიცი გაფორმებული აქვს ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეკრულება ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან და ვიცი, რომ სულ მალე უნდა იყოს ქვეყანაში გამოსაყენებლად. მაგრამ “რემდესივირი” კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ეს არ არის ყოველდღიური ხმარების მედიკამენტი. ის იხმარება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი ჩვენებებით კლინიკაში და არა, ამბულატორიებში.

ძალიან ბევრი კლინიკა მსოფლიოში და ბევრი ქვეყანა “რემდესივირს” იყენებს. ის გახლავთ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც შეიქმნა 2014-2015 წლებში ებოლას საწინააღმდეგოდ. ის მოქმედებს პირდაპირ ებოლას ვირუსზე. ასევე გამოყენებულ იქნა საკმაოდ აქტიურად კორონავირუსის 2019 წლის შტამზეც და იქაც მისცა შედეგები.

თენგიზ ცერცვაძე არის ერთ-ერთი მაღალი დონის სპეციალისტი, მან თავის თავზე გამოიყენა ეს პრეპარატი და შედეგი ფაქტობრივად არის,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მსგავსი თემები