ახალშობილს კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა

სინგაპურში დაიბადა ბავშვი, რომელსაც ორგანიზმში კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა.

Reuter-ის ინფორმაციით, სინგაპურში მცხოვრები ქალი ვირუსით მარტში ორსულობის დროს დაინფიცირდა. მას ვირუსის შედარებით მარტივი ფორმა ჰქონდა და დაახლოებით 2 კვირაში საავადმყოფოდან გაწერეს.

ექიმების ვარაუდით, კორონავირუსის ანტისხეულები ბავშვზე ორსულობის დროს გადავიდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ჯერჯერობით დაუდგენელია შესაძლებელია თუ არა მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფმა კორონავირუსი გადაიტანოს.

მსგავსი თემები