“ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ – შეგიძლიათ, მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ” – ზურაბ ჯაფარიძე

„ზეპირ ხელშეკრულებას ვდებთ. იურისტებიც გვყავს თბილისიდან ჩამოყვანილი. მთელ ამ დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ. სანამ ეს რეგულაციები არსებობს,“ – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურან ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი “რეფორმერი ფიტნესი” საცხოვრებელ სახლად იქირავა, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.

როგორც გირჩის ლიდერმა სოციალურ ქსელში განმარტა, ის ფიტნეს დარბაზთან ზეპირ ხელშეკრულებას დებს და ვისაც ვარჯიშის სურვილი აქვთ, შეუძლიათ სახლში ესტუმრონ.

„ბათუმში საცხოვრებელი სახლი მექნება. აქ ვაპირებ, რომ ვიცხოვრო, სადაც მაქვს სავარჯიშო ინვენტარი, რომელსაც ფართთან ერთად აქირავებენ. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ბათუმში, კვარიათში, გონიოში, სარფში ან ახლომდებარე ტერიტორიაზე ვარჯიშობდა და დარბაზები დაუკეტეს, შეგიძლიათ, მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ, ჩემს სახლში სტუმრად მოხვიდეთ და ივარჯიშოთ. ხვალ აქ შემოსვლის უფლება არავის ექნება, რადგან ჩემი სახლია. შრომის ინსპექციას შეუძლია შემოვიდეს და ნახოს, კონკრეტულად სალარო აპარატი მუშაობს თუ არა. მოდით ჩემთან სტუმრად, ვისაც ვარჯიში გინდათ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები