ქვის საამქროში ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

უბედური შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. ახალგაზრდა მამაკაცი წუხელ, გვიან ღამით, ქვის საამქროში მუშაობისას მძიმედ დაშავდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის გამოიწვია.

მსგავსი თემები