სახის არეში ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ დანით მოკლა – ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

  •  

თელავის რაიონულმა სასამართლომ, განზრახ მკვლელობისა და ძალადობისთვის ბრალდებულ ო.კ-ს, სასჯელის სახით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” პროკურატურაში განუცხადეს, დაახლოებით ერთი წლის წინათ, ბრალდებულს ჯერ მობილურ ტელეფონზე საუბრისას, ხოლო შემდგომ პირადად მოუხდა სიტყვიერი დაპირისპირება საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში მცხოვრებ მოქალაქესთან, რა დროსაც ო.კ.-მ მას სახის არეში ჩაქუჩი დაარტყა. კონფლიქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით მკვლელობა განიზრახა და იმავე დღეს, ღამის საათებში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სოფელ ქეშალოს მკვიდრ მ.მ-ს, განზრახ მოკვლის მიზნით დანით რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად მ.მ. ადგილზე დაიღუპა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე რამდენიმე 2 დღეში დააკავეს და ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარუდგინეს.

მსგავსი თემები