„ეს არის ის უღრანი ტყე, სადაც ადამიანები მხოლოდ თავისი ბედის ანაბარა, თავისი გადარჩენისთვის იბრძვიან“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ეს უფრო რთული გზაა, რადგან მეტი ადამიანური და სახელმწიფოებრივი რესურსი სჭირდება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძის განცხადებით საჭირო იყო „ოქროს შუალედის“ პოვნა, რადგან ეპიდემიოლოგები სიტუაციას ვერ მართავენ, როგორც ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს შექმნილ სიტუაციაში მარტივი გამოსავალი იქნა ნაპოვნი:

„ადამიანები რჩებიან ყოველდღიური შემოსავლის გარეშე. მიუხედავად სიმძიმეებისა, ვერ ავირჩევდით რომელიმე მხარეს, სად უნდა დავდგეთ და რა მიმართულებით ვიმუშაოთ. აქ გამოსავალი იყო ოქროს შუალედი, ეს არის ის, რითაც შეგვეძლო, გვემართა კოვიდიც და ამდენი ადამიანიც არ დარჩენილიყო უმუშევარი. ეს უფრო რთული გზაა, რადგან მეტი ადამიანური და სახელმწიფოებრივი რესურსი სჭირდება. აქედან გამომდინარე, მარტივი გადაწყვეტილება მიიღეს ეპიდემილოლოგებმა, რომლებიც დღესდღეობით ვერ მართავენ სიტუაციას. რეალურად, ეპიდემიელოგები არ არიან იმ კომპეტენციაში, რომ ორივე მხარე მართონ, ამიტომ თავის ჩარჩოში უნდა ჩაეტიონ. ისინი გადიან ამ ჩარჩოდან და ისეთ მითითებებს იძლევიან, რომლებიც ქვეყანას უდიდეს პრობლემამდე მიიყვანს“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ “მედიაცენტრ მთავარში.”

მისივე თქმით, რეგულაციები, რომლითაც იმართება სარესტორნო ბიზნესი, უნდა ყოფილიყო უფრო მეტად გაკონტროლებული და სწორედ ეს იქნება ოქროს შუალედი.

„მე ამ რეალობას დავარქვი უღრანი ტყე, სადაც მენტალური პრობლემა გვაქვს. სახელმწიფო არ არის მოქალაქის პარტნიორი, ის არის მისი მფლობელი და მას უკეთებს მიმართულებას, შენ იმოქმედე, გადარჩი და თუ გადარჩები, ხარ მაგარი, თუ ვერ გადარჩები, მოკვდები. ეს არის ის უღრანი ტყე, სადაც ადამიანები მხოლოდ თავისი ბედის ანაბარა, თავისი გადარჩენისთვის იბრძვიან“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ “მედიაცენტრ მთავარში.”

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები