“ხვალიდან 250 000-მდე ადამიანი იქნება უმუშევარი“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„როდესაც ეს შეზღუდვები მოიხსნება, დაახლოებით 70% ბიზნენისა იქნება ჩამოშლილი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ “რესტორატორთა ასოციაციის” დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძე პროგნოზირებს, რომ „ლოკდაუბის“ შემდეგ ბიზნესის ნახევარზე მეტი გაკოტრდება უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩება:

“ხვალიდან 250 000-მდე ადამიანი იქნება უმუშევარი, რომელსაც არ ექნება შესაძლებლობა მიიღოს მინიმალური დღიური სარგებელი, რასაც იღებდა მუშაობის შემთხვევაში. ეკონომიკა ურთულეს სიტუაციაში იქნება და, საბოლოოდ, როდესაც შეზღუდვები მოიხსნება, დაახლოებით, 70% არსებული ბიზნესისა, ვისაც ეს შეეხო და არ შეეხო, მაგრამ ირიბად დაკავშირებულია ამ ბიზნესებთან, იქნება ჩამოშლილი. დღეს თუ ვინმე რესტორანში ასაქმებს 20 ადამიანს, მიტანის შემთხვევაში დაასაქმებს, მაქსიმუმ, სამს,”-განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები