„რაც ახლა ხდება სარესტორნო ბიზნესისთვის მომაკვდინებელია“ – „დისტრიბუტორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი „მედიაცენტრ მთავარში“

„ის მზა პროდუქტი, რაც დახლებზეა შესაძლოა დეფიციტში აღმოჩნდეს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „დისტრიბუტორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განაცხადა.

ჟყონია ამბობს, რომ ამოწურულია საბანკო ლიმიტიც, რაც უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს ბიზნეს, მისივე განმარტებით იქმნება „ქეშის“ დეფიციტი.

„ეს, რაც ახლა ხდება სარესტორნო ბიზნესისთვის არის მომაკვდინებელი. ოპერირების გაგრძელებას რამდენი შეძლებს არ ვიცი. ჩვენი ასოციაციის წევრები ჯაჭვში არიან იმ სფეროსთან, რასაც ჰქვია ტურიზმი და ძალიან ნეგატიურად აისახება ეს ყველაფერი ჩვენს სამსახურზე, დაახლოებით 15 – დან 20 % – მდე ამოიღეს დანაკარგი ზაფხულში, 80% ზარალი გამოდის, ეს ქმნის ქეშიც დეფიციტს, მზა პროდუქტი რაც დახლებზეა განთავსებული შესაძლოა დეფიციტში აღმოჩნდეს.

ძირითადად როდესაც კომპანიებთან საუბარი მქონდა საბანკო ლიმიტი ამოწურულია, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვართ,“ – განაცხადა ივა ჭყონიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები