ბოლო 24 საათში 3 366 პირი გამოჯანმრთელდა

„კოვიდ 19“-ისგან ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა უპრეცენდენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს პოზიციური ციფრები დაფიქსირდა.  

„დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა  აჭარბებს ინფიცირებულები პირების რიცხვს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 366 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 95 581-მდე“ – განაცხადა სიჭინავამ.  

მსგავსი თემები