მალხაზ კობაურს სქესობრივი აქტის ჩატარება არ შეუძლია – ადვოკატი

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული, 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდებული ლორა სმიტს ვერ გააუპატიურებდა, რადგან მას  სქესობრივი აქტის დამყარება არ შეუძლია. ამასთან დაკავშირებით კობაური მოითხოვს სასწრაფოდ ჩაუტარდეს ექსპერტიზა.

​როგორც ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემმედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ექსპერტიზის დასკვნა, რომ მოკლული ლორა სმიტის უკანა ტანზე აღმოჩენილია კობაურის  სპერმა, არ ადასტურებს გაუპატიურების და მკვლელობის ფაქტს.

“კობაური მოითხოვს, სასწრაფო წესით ჩაუტარდეს ექსპერტიზა, რომ მას არ შემიძლია სქესობრივი აქტის ჩატარება. იგი უარყოფს გარდაცვლილ ლორა სმიტთან  სექსუალური აქტი არ დამყარებ​ას. ექსპერტიზის აღნიშნულ დასკვნას ​​თავად პროკურატურა არ იზიარებს. როგორ შეიძლება კაცის სპერმა მისივე უკანატანიდან იყოს ამოღებული, არ არის ძალადობის კვალი და როგორ შეიძლება დასტურდებოდეს გაუპატიურება”, – აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

მისივე ინფორმაციით, ბრალდებული ​კობაური სრულიად ჯანმრთელია, კითხვა-პასუხის რეჟიმში დაკითხვისას მისი პასუხები იყოს აბსოლუტურად ლოგიკური და ქმედებები – დამაჯერებელი.

კობაურს არ უღიარებია დანაშაული. მას თუ მუქარით ესაუბრები შეიძლება საერთოდ ხმა არ გაგცეს და გაჩუმდეს. ამბობს დამაშინეს, ერთი – ორი წამომარტყესო. მის დაკითხვას ადვოკატი რომ დასწრებოდა ასეთი კითხვები აღარ გვექნებოდა პროკურატურასთან. ეს შეცდომები გამოძიებამ დაუშვა. კობაური, პირიქით, გვამების მოძებნაში თავიდანვე ეხმარებოდა მათდა და გამოძიებასთან თანამშრომლობდა. ბლადებამ ეს ყველაფერი ამოატრიალა და გამოკვეთა კონკრეტული დამნაშავე”, – აცხადებს ადვოკატი.

მსგავსი თემები