ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს

  •  

ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს მისი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ტოვებს, – ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ “ტვიტერით” გაავრცელა.

“ჩემი სამუშაო დასრულებულია. ჩემი დრო ამოიწურა. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებს. ეს არ იყო ადვილი დრო, მაგრამ ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი 5 წელიწადი იყო. დამწუხრებულნი ვართ”, – განაცხადა ვაისმა.

მან თამაშის გამო ბოდიში მოიხადა.

“ყველა ცუდად ვართ, ჩემი პასუხისმგებლობაა. ბოდიში მინდა მოვიხადო, უიღბლო დღე იყო… გახარება გვინდოდა ყველასი, მაგრამ… მხოლოდ მწუხარება დაგვრჩა”,- აღნიშნა მან.

ვაისის ინფორმაციით, პოსტს ორი თამაშის – 15 და 18 ნოემბერს დაგეგმილი მატჩების შემდეგ დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ მისი განცხადების შემდეგ ქართველი ჟურნალისტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია დატოვა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

მსგავსი თემები