გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. სასამართლო სხდომა დღეს, 14:00 საათზე არის ჩანიშნული.

წინა სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვანია დაკავებული. მათ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

მსგავსი თემები