მინსკში საპროტესტო აქციაზე ნაცემი მოქალაქე გარდაიცვალა

  •  

მინსკში საპროტესტო აქციაზე ნაცემი მოქალაქე გარდაიცვალა. ბელარუსული მედიის ინფორმაციით, 31 წლის რომან ბონდარენკო 11 ნოემბერს დააკავეს, მოგვიანებით კი ის პოლიციის განყოფილებიდან საავადმყოფოში თავის ტვინის დაზიანებებით გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მინსკის ცენტრში ასობით ადამიანი შეიკრიბა და გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგო.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის მხრიდან ცემის შესახებ ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ 31 წლის აქტივისტი ქუჩურ გარჩევას ემსხვერპლა.

მსგავსი თემები