სემეკ-მა მოსახლეობას 170 000 ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ)  მარტის თვეში მოქალაქეებს  170 022,70 ლარი ჩამოაწერა. მოქალაქეთა საჩივრები შეეხებოდა ხანდაზმულ დავალიანებებს, კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიის დადგენილებებს აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე.
სემეკ-ი მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს მიმართონ. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება როგორც ცხელ ხაზზე – 16 216, ასევე კომისიის Facebook გვერდზეც შეუძლიათ.

მსგავსი თემები