ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის მზად არის. თუმცა პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ეს არ უნდა მოხდეს შანტაჟის ფონზე და განსახილველი საკითხებიც აუცილებლად კონკრეტული უნდა იყოს.

მოთხოვნები უცვლელია – თამარ ჟვანიას გადადგომა და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ფონზე ხელახალი არჩევნების ჩატარება. მანამდე კი ოპოზიცია მხარდამჭერებს მორიგ აქციაზე შაბათს, 14 ნოემბერს ელოდება.

“მოლაპარაკების საგანი შეიძლება იყოს ხელახალი და თავისუფალი არჩევნები, ასევე მოთხოვნაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ხალხს აპატიმრებენ და მერე დიალოგზე გიწვევენ, ეგეთი დიალოგი არ არსებობს,”- განაცხადა “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ. 

“სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განმარტებით, ოპოზიციის წევრებისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში ადეკვატური დიალოგია.

“მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, ოღონდ იმ საკითხებზე რაც ჩვენ დავაყენეთ. ვითხოვთ ადეკვატურ დიალოგს იმისათვის, რომ ხელახალ არჩევნებზე შევთანხმდეთ,”- ამბობს პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. 

მსგავსი თემები