ცოტნე დადიანის ქუჩაზე სუნამოებისა და ტანსაცმლის საწყობი დაიწვა

ხანძარი იყო თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე. ცეცხლი მე-10 საჯარო სკოლის მიმდებარედ, ოთხსართულიანი ყოფილი სპორტკომპლექსის შენობის პირველ სართულზე მდებარე საწყობს გაუჩნდა.

დაიწვა დასაწყობებული ტანსაცმელი და სუნამოები, ასევე გარე პერიმეტრზე მდებარე ხის კონსტრუქციები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. უცნობია ზარალის ოდენობა.

ადგილზე მობილიზებული იყო 7 სახანძრო-სამაშველო მანქანა.

მსგავსი თემები