თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დღეიდან კერძო და საჯარო ბაღების ფუნქციონირება შეჩერდება

დღეიდან საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში საბავშვო ბაღების ფუნქციონირება შეჩერდება. შეზღუდვა შეეხება როგორც კერძო, ისე საჯარო ბაღებს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნულ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით.

„დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება“, – აღნიშნულია საბჭოს გადაწყვეტილებაში.

საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში დღესვე ამოქმედდება შეზღუდვა ღამის საათებში გადაადგილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება შეზღუდული იქნება 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.

მსგავსი თემები