ხონში, მასწავლებელი და მისი მეუღლე კორონავირუსით გარდაიცვალა

ხონის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი და მისი მეუღლე „კოვიდ 19“-ით გარდაიცვალნენ. სოფელ კონტუათი კოლის მასწავლებელი 54 წლის იყო. როგორც რესურს ცენტრში აცხადებენ, გარდაცვლილს ვირუსი დაახლოებით 10 დღის უკან დაუფიქსირდა, მას ცხელება ჰქონდა და შესაბამის მკურნალობას გადიოდა.


მასწავლებელი წუხელ გარდაიცვალა, დღეს დილით კი მისი მეუღლე. გარდაცვლილი ოჯახის შვილი აცხადებს, რომ მათი მშობლების რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა ვერ მოხერხდა, რადგან თავისუფალი ადგილები არ იყო.  

მსგავსი თემები