პოლიტიკური პარტია “ტრიბუნას” ოფისის გაქურდვის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

პოლიტიკური პარტია “ტრიბუნას” ოფისის გაქურდვის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.გ. და 1986 წელს დაბადებული რ.გ.

შსს-ს  ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ზუგდიდში, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისში ფარულად შეაღწიეს. დ.გ.-მ და რ.გ.-მ აღნიშნულ ოფისში ტელევიზორი და კომპიუტერული ტექნიკა მოიპარეს, პოლიციამ ორივე პირი შემთხვევის ადგილზე დააკავა.

ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები