საოლქო საარჩევნო კომისიებთან აქციაზე დაკავებული 12 პირიდან 5 გათავისუფლდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, თბილისში, საოლქო საარჩევნო კომისიების შენობების მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე საერთო ჯამში სამართალდამცველების მიერ 12 პირი იქნა დაკავებული.

ამ დროისთვის, 5 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, 7 პირი კი ადმინისტრაციულ პატიმრობაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

შეგახსენებთ, დღეს თბილისსა და რამდენიმე რეგიონში, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პარალელურად საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. თბილისში მიმდინარე აქციებზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.

მსგავსი თემები