ანაკლიის ფესტივალს მსხვერპლი ამჯერადაც ჰყავს – გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

  •  

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, ფესტივალის მონაწილე  ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა კი ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე დღიანი ოპერატიული-საგამოძიებო მუშაობის შედეგად, ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს, ირანის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

„დაკავებული არიან ირანის მოქალაქეები: 1984 წელს დაბადებული ა.ქ. და 1995 წელს დაბადებული ირანის ს.ა, ასევე საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული ი.კ. და1980 წელს დაბადებული ბ.კ.

სამართალდამცველების მიერ დაკავებულ პირთა ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად იქნა ამოღებულია, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

Echowaves Festival”-ის საორგანიზაციო ჯგუფი კი, ანაკლიაში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ინფორმაციას ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ.

ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმაცით, ისინი ყველა შესაბამის უწყებასთან თანამშრომლობენ, მომხდარის მიზეზების დასადგენად. ასევე,  საორგანიზაციო ჯგუფი მოუწოდებს ფესტივალის მონაწილეებს, საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.

მსგავსი თემები