“სადამკვირვებლო მისიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რომ არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული ” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების”აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ დღეს გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირის მისიისა და “ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

“ჩვენ პირველ რიგში მადლობა გადავუხადეთ ჩვენს მეგობრებს გაწეული სამუშაოსთვის და პოზიტიური დასკვნისთვის, მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საერთო დასკვნას, გამოიკვეთა მათი მხრიდან, რომ არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. ამ უფლებებში შედის მათ შორის უფლება თავისუფალ არჩევანზე. ეს უფლებები იყო გარანტირებული და მათი დასკვნაც იყო დადებითი. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ პროცესების შესახებ, რაც წარიმართება საარჩევნო ადმინისტრაციაში ოქმების დაზუსტებასთან დაკავშირებით, მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება და ასევე გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები პარტიების პოზიციასთან დაკავშირებით, ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია იქნება წარმოდგენილი საბოლოო ჯამში მე-10 მოწვევის პარლამენტში,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები