“ქვეყნის მასშტაბით 569 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია, მათ შორის თბილისში 283, ხოლო 84 აჭარაში მკურნალობს” – ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბის უფროსის განცხადებით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობის კუთხით, ქვეყანაში პოზიტიური დინამიკა შენარჩუნებულია.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით, ქვეყანაში მძიმე პაციენტთა რაოდენობა 569-ს შეადგენს.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2 537 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობამ შეადგინა 31 170.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 19 ადამიანი. მძიმე პაციენტი გვყავს 569, მათ შორის თბილისში 283, აჭარაში 84, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 238 პირი. მათ შორის თბილისში 119, აჭარაში 72,” – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილი. 

მსგავსი თემები