პარლამენტში შესვლაზე უარს ოპოზიცია ხელმოწერით რამდენიმე საათში ოფიციალურად დააფიქსირებს

ოპოზიცია საკუთარ გადაწყვეტილებას, არ შევიდნენ პარლამენტში ხელმოწერით რამდენიმე საათში დააფიქსირებს. გაკეთდება ერთობლივი განცხადებაც. პარალელურად, პოლიტიკური პარტიები შიდა კონსულტაციებს განაგრძობენ.

ოპოზიცია უკვე მეორე დღეა ამტკიცებს, რომ ისინი უკან დახევას არ აპირებენ და დეპუტატობის საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკოსები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. მათი მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა. პარლამენტში შესვლაზე უარის შემთხვევაში, მაჟორიტარული ოლქების მეორე ტურში მმართველი პარტია შესაძლოა მარტო დარჩეს.

მსგავსი თემები