დიდ დიღომში, ამ წუთებში პოლიციის ეკიპაჟი გამოჩნდა. ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, ნაგავში გადაყრილი საარჩევნო ბიულეტენები იპოვეს. გადაყრილი ბიულეტენები ნაგვის ურნაში ოპოზიციამ დააფიქსირა და პატრული გამოიძახა. ოპოზიცია ამ უბანზე არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს. პოლიცია ამ წუთებში, მომხდართან დაკავშირებით ოქმს ადგენს
საუბარია 41 ბიულეტენზე, რომელიც ნაგავში აღმოჩნდა. საუბარია 55-ე საარჩევნო უბანზე.