12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 681 ათასზე მეტი ამომრჩველი მივიდა

“12:00 საათის მონაცემები, საარცევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 681 583 ამომრჩველი მივიდა”, – ამის შესახებ დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული დროისთვის უკვე ხმა მისცა ამომრჩეველთა 19,41%-მა.

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში – 28.3%, ხოლო ყველაზე დაბალი ისევ აჭარის რეგიონში – 17.9%.

ასევე მან აღნიშნა, რომ არავის აქვს უფლება შეაფერხოს ამომრჩევლის როგორც გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელთან, ისე აკონტროლოს ან გაამჟღავნოს ვინმეს არჩევანი.

„აქვე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ ამომრჩევლებსა და არჩევნებში ჩართულ მხარეებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, ხმის მიცემის თავისუფლად განხორციელება კანონით არის უზრუნველყოფილი. არავის აქვს უფლება შეაფერხოს ამომრჩევლის როგორც გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელთან, ისე აკონტროლოს ან გაამჟღავნოს ვინმეს არჩევანი. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია! კენჭისყრის კაბინები ისეა მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი.

რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კომისიის წევრებმა ბიულეტენების მოხევისას, დააზიანეს ბიულეტენი. ადმინისტრაციამ მოახდინა რეაგირება ამ ფაქტებზე და უმრავლეს შემთხვევაში აღნიშნული რეგისტრატორების ჩანაცვლება მოხდა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მსგავსი თემები