„ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გადასვლა ახალ შესაძლებლობას მისცემს, თუ არა, შევალთ ჭაობში“ – გიორგი მარგველაშვილი

  •  

საქართველოს  ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ მმართველო გუნდი ოპოზიციაში გადაინაცვლებს და ეს მათთვის ახალი გამოწვევა იქნება. როგორც მარგველაშვილი აცხადებს, თუ ასე არ მოხდა, ჭაობი გარდუვალია.   

„რა რეიტინგებსაც ბოლო პერიოდში განიხილავენ, მათ არც რეიტინგს და არც სიტყვას ფასი არ აქვს არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ. მათი რეიტინგი არის მათი მხარდამჭერების 60% და არა საქართველოს მოქალაქეების 60%. სწორედ ეს არის მათი  რეიტინგი, რომელიც არ არის ცუდი რეიტინგი ოპოზიციისთვის პარლამენტში. ვუსურვებდი, იყვნენ ძლიერი ეფექტური ოპოზიცია საქართველოს პარლამენტში. ქართულ ოცნებას რესურსი ნაკლებად აქვს და იმედი მაქვს, ოპოზიციაში გადასვლა მათ მისცემს მეტ გამოცდილებას. გვექნება მრავალპარტიული პარლამენტი და ეს უნდა მოხდეს. თუ ეს არ მოხდა, შევდივართ ისეთ ჭაობში, რომელსაც არ ვუსურვებ საქართველოს. ეს ისეთი ჭაობი იქნება რომ თავადაც ვერ გაუძლებენ“ – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.  

მსგავსი თემები