სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მარნეულში, 52-ე საარჩევნო უბანზე

მარნეულში, საარჩევნო 52-ე უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ, რომ ამომრჩევლებს ანიშნებდნენ, თუ რომელი ნომერი შემოეხაზათ.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიაზ გულიევმა დაიწყო ჩხუბი და ბოთლები ესროლა ელვიმ კასუმოვს. ჩხუბი იმიტომ დაიწყო, რომ ეს კაცი ეუბნებოდა, რომ პირველ რიგში, ჯერ ქალები შეეშვათ, მას კი ეგონა, რომ ვიღაცას უთხრა, ხმა მიეციო. შემდეგ ბოთლი ისროლა. როგორ შეიძლება, ომია თუ არჩევნებია. ეგენი სულ პროვოკაციაზე არიან“, – განაცხადა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა.

მსგავსი თემები