საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ​22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გარდაცვლილთაგან 10 ადამიანი თბილისში გარდაიცვალა, აჭარაში – შვიდი, იმერეთში – ოთხი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – ერთი ადამიანი. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 307-ს შეადგენს.

მსგავსი თემები