„ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ“ – გერმანიის კანცლერი

„მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ რაც შეგვიძლია ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, ჩვენი წვლილის შესატანად, ყველაფერს გავაკეთებთ“ – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა ანელა მერკელმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მერკელმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პროცესს მისი საქართველოში ვიზიტიც დააჩქარებს.

„საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში“ ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, ასევე არის ასოცირების შესახებ შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, გაფართოება, გამსხვილება. ჯერჯერობით, ჩვენ იმ ინსტრუმენტების გამსხვილება-გაფართოებაზე ვმუშაობთ, რაც არსებობს და ჩემი ვიზიტი ხელს უწყობს, მაგალითად, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას“, – აღნიშნა კანცლერმა.

მსგავსი თემები