4 თვის მანძილზე, კომუნალურ გადასახადებს ბიუჯეტი დაფარავს

პანდემიიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც 200 კილოვატში ჩაეტევა, კომუნალური გადასახადებს ბიუჯეტი დაფარავს. როგორც მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, სახელმწიფო სუბსიდირება 4 თვის მანძილზე გაგრძელდება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, პანდემიის პირველივე დღიდან რა ღონისძიებებიც გავატარეთ, ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი იყო კომუნალური გადასახადების სუბსიდირება. მიგვაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი სამართლიანი პაკეტია, რადგან,  ეს ადამიანი დასაქმებული იქნება, დროებით უმუშევარი თუ თვითდასაქმებული, ყველას შეეხება თანაბრად“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა ნოემბრის თვიდან დაიწყება და 4 თვე გაგრძელდება. სუბსიდირება გულისხმობს 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგიისა და 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის, ასევე, წყლისა და დასუფთავების გადასახადის ბიუჯეტიდან დაფარვას.

მსგავსი თემები