შესაძლოა, გაზაფხულზე „ვიზეარმა“ საქართველოში ისევ იფრინოს

„საავიაციო კომპანიები საქართველოში ფრენებს პერსპექტიულად აფასებენ“ – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „მთავრობის სხდომის“ დამთავრების შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ „ვიზეარი“ ქართულ ცაზე მალე უნდა გამოჩნდეს.

„საავიაციო კომპანიები  ოპტიმისტურად აფასებენ საქართველოში ფრენის და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, ეს მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ ეს აძლევს საშუალებას მაგალითად „ვიზეარს“, რომელსაც ჩვენ ყველანაირად შევუწყვეთ ხელი და 2016 წელს შემოვიყვანეთ და მერე გავაფართოვეთ მისი ფრენები. „ვიზეარი“ ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე კვლავ აღადგენს საქართველოში ბაზას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო “კოვიდპანდემიით” გამოწვეული დროებითი გადაწყვეტილება და ბევრ ქვეყანაში მოუწია ავიაკომპანიებს თავისი ბაზების შემცირება“  – განმარტა მინისტრმა.   

მსგავსი თემები