„ეს დიდი სპექტაკლი არჩევნებისთვის იყო დადგმული“ – ივერი მელაშვილის ოჯახი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„კომისიის წევრთაგან არ ვიცი ვინმემ მისცეს თუ არა საწინააღმდეგო ჩვენება, მაგრამ ვიღაცას უთქვამს რომ ეს ორი ადამიანი იყვნენ რუქების შედგენაში ძლიერი სპეციალისტები და მათ ვენდობოდით,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლემ, თამარ სულაძემ განაცხადა.

დაკავებულის ოჯახს მიაჩნია, რომ მომხდარი მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, თამარ სულაძეს იმედი აქვს, რომ არჩევნების შემდეგ საქმე სხვა ჭრილში გადავა:

„ის ფარსი რასაც სასამართლოზე ვუყურე არის თეატრი, სხვა არაფრის თქმა შემიძლია ამ ფონზე, ეს დიდი სპექტაკლი არჩევნებისთვის იყო დადგმული.

საბჭოთა კავშირის  დროს ვინაიდან არ იყო სახელმწიფო საზღვარი ამიტომ ეგონათ, რომ ეს იყო ჩვენი, სინამდვილეში საზღვარი დგინდება კოორდინატებით, როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი, სახლმწიფოები შეთანხმდნენ, რომ უნდა დაყრდნობოდნენ რესპუბლიკათშორის საზღვრებს, აქ არც ჩვენები და არც ისინი არ თმობდნენ ამიტომ იყო შეთავაზება რამის საფუძველზე დაეთმოთ ეს ადგილი.

კომისიის წევრთაგან არ ვიცი ვინმემ მისცა თუ არა მათი საწინააღმდეგო ჩვენება, მაგრამ ვიღაცას უთქვამს, რომ ეს ორი ადამიანი იყვნენ რუქების შედგენაში ძლიერი სპეციალისტები და მათ ვენდობოდით, რაღაც შემთხვევაში ზოგიერთი შეიძლება გატყდეს  და რამე თქვას საწინააღმდეგო, მაგრამ არიან მტკიცე ადამიანები ვინც მისცეს ურყევი ჩვენებები.

ამ საქმის მიმართ აჟიოტაჟი შეწყდება არჩევნების შემდეგ და უფრო მსუბუქი ხასიათი მიეცემა,“ – განაცხადა თამარ სულაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები