“განადგურდა მოწინააღმდეგის ორი – T-72 ტიპის ტანკი? – აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

გასული ღამის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები ძირითადად ხოჯავენდის, ფიზულისა და გუბადლის მიმართულებებით გრძელდებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საპასუხო ცეცხლის შედეგად განადგურებულია მოწინააღმდეგე მხარის საბრძოლო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი.

„განადგურდა მოწინააღმდეგის ორი – T-72 ტიპის ტანკი, ორი – BM-21 „გრადის“ ტიპის სარაკეტო სისტემა, 14 სხვადასხვა ტიპის ჰაუბიცა და 6 სატრანსპორტო საშუალება,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის აზერბაიჯანის ჯარი ფრონტზე ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებს.

მსგავსი თემები