„დავალება იყო ის, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაიღვაროს“ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს პოლიციას ჰქონდა კონკრეტული დავალება, რომ სისხლი არ უნდა დაღვრილიყო და ეს დავალება მათ წარმატებით შეასრულეს.

„როცა ამბობთ, რომ ყოველ დღე ყაჩაღობებია, ეს არის ტყუილი. რაც შეეხება სპეც. ღონისძიებას, შსს-მ და საქართველოს პოლიციამ იმ დღეს მიიღო კონკრეტული დავალება. კონკრეტული დავალება იყო ის, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაიღვაროს და მათ ეს დავალება შეასრულებს პირნათლად. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს იყო ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და შეასრულეს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, დასრულდება წარმატებით“ – განაცხადა გიორგი გახარიამ სამეგრელოში.  

როგორც გიორგი გახარიამ განმარტა, ამ ღონისშიების მეორე ეტაპი გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილი, რომელიც “საქართველოს ბანკში” შეიჭრა და მძევლები აიყვანა, ამ დრომდე იძებნება.

მსგავსი თემები