„სექტორმა უნდა გაუძლოს, ესაა ჩვენი მოვალეობა“ –  ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელია, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ ეტაპისთვის ჩატარებულია 860 000-ზე მეტი ტესტირება. მისივე თქმით, მთავარი გამოწვევაა, სისტემამ გაუძლოს.

„ჩვენ არ უნდა მივიდეთ იმ დონემდე, როდესაც ჯანდაცვის სისტემას ინფიცირებულთა მართვა გაუჭირდება…. სამედიცინო საზოგადოების და ჯანდაცვის სისტემის უპირველესი მოვალეობაა, რომ ყველა გამოწვევას შესაბამისად შეხვდეს. მოგეხსენებათ, ამოუწურავი რესურსები არ არსებობს, მათ შორის ჯანდაცვის სექტორშიც. ამიტომ, თუ რა გახლავთ ასეთი ზღვარი, ეს რიცხვებში არ გამოიხატება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს პროგნოზირების რამდენიმე სცენარი და ჯერჯერობით ხედავთ, რომ ჯანდაცვის სექტორი უმკლავდება დღიურად დაახლოებით 2 000 შემთხვევას. ჯანდაცვის სექტორმა უნდა გაუძლოს, ესაა ჩვენი მოვალეობა, ამ გამოწვევას უნდა გავუძლოთ“, – განაცხადა ამირან  გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე და განმარტა, რომ ამ ეტაპისთვის ჩატარებულია 860 000-ზე მეტი ტესტირება.

რაც შეეხება მედპერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელს, გამყრელიძის თქმით,  დაინფიცირებულია სამედიცინო სფეროს 1678 წარმომადგენელი.

მსგავსი თემები