ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს დღეს, 18:00 საათამდე მიიღებს

  •  

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნის რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა.

როგორც ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაღალი აქტივობიდან გამომდინარე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს მიიღებს დღეს 18:00 საათამდე.

„ვინაიდან ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაღალი აქტივობა, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს, გადასატანი ყუთის მოთხოვნით, მიიღებს 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე. დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 (0).

შეგახსენებთ, რომ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები